წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები

წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც უგულავას პატიმრობა მიესაჯა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებებს წყვეტს.

„არავითარი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე რაუნდი არ გაიმართება. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აგრძელებს რეპრესიებს, დაპატიმრებებს, ძალადობას, ფეხებზე იკიდებს ქართველი და მსოფლიო საზოგადოების რეაქციას და მოთხოვნას, მათ შორის აშშ-ის პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებსა და განცხადებებს, მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, გავაქეზოთ დიდქტატორი ოლიგარქი ახალი დანაშაულებებისაკენ. შესაბამისად, წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე, რომელიც ივანიშვილსა და მის რეჟიმს წალეკავს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეში, მზად ვარ მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად მესამეჯერ” – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე