თავისუფლება ნიკა მელიას – სამოქალაქო აქტივისტები ავტომსვლელობას მოაწყობენ

თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა მელიას – ამ მოწოდებით სამოქალაქო აქტივისტები დღეს კიდევ ერთ ავტომსვლელობას მოაწყობენ, რომელიც რუსთავში, იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჩავა, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მსვლელობას რესპუბლიკური მოედნიდან დაიწყებენ, ადგილზე ისინი 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მე-19 კარავი გაიშალა. კარავი დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაშალა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო – ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს
შემდეგი სტატიარა იქნება ახალი მიკროავტობუსების საფასური ?