საპატრიარქო – ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. როგორც ჯაღმაიძე განმარტავს, ვაქცინასთან მიმართებაში ეკლესია 11 თებერვლის სინოდის განჩინებით ხელმძღვანელობს, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია ვაქცინაციის პროცესის ნებაყოფლობითობას მიესალმება.

“ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში. ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია:

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში”.

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა”,-წერს ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში 500 კილოგრამზე მეტი ცხენისა და საქონლის საკვებად უვარგისი ხორცი ამოიღეს
შემდეგი სტატიათავისუფლება ნიკა მელიას – სამოქალაქო აქტივისტები ავტომსვლელობას მოაწყობენ