“თავისუფლება მიშას” და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს – აქცია ბათუმში

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა.

გიორგი კირთაძის თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების საქმეა, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარი არ იყოს.

“მოგესალმები ბატონო მიშა, თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, თქვენ იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისე როგორც ყოველთვის ასრულებდით მას.

თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით, ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ასევე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა.

მირდატმა თქვა და ვეთანხმები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი”,- თქვა გიორგი კირთაძემ.

ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმში მასშტაბურ აქციას მართავენ.

banner
წინა სტატიაშისარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით!
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესი მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი