“თავისუფალი ზონის” ორი წარმომადგენელი დაკითხვაზე იმყოფება

“თავისუფალი ზონის” 2 წარმომადგენელი – მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია, სუს-მა იძულების წესით დაკითხვაზე მიიყვანა. მათ დაახლოებით 11:00 საათზე სახლში მიაკითხეს და შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაიყვანეს.

შენობაში მათ ადვოკატებს არ უშვებდნენ, თუმცა ირაკლი ზაქარეიშვილი და გია გოროზია ამ დროისთვის უკვე ისინი ე.წ. მოდულში იმყოფებიან.

“თავისუფალი ზონის” წევრები დაკითხვაზე 315-ე მუხლთან დაკავშირებით იმყოფებიან, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყებაში თავისუფალი ზონის წარმომადგენლების გადაყვანა გავრცელებულ ფარულს სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფიგურირებენ.

banner
წინა სტატიაში“თუ საქმის კვალიფიკაცია იქნა შესაცვლელი, შეიცვლება”- თეა წულუკიანი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ბევრი პირისა და პარტიის შეჯიბრით