თეა წულუკიანი: წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ბევრი პირისა და პარტიის შეჯიბრით

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

წინასაარჩევნო კამპანია, როგორც შეფასდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, 2012 წელთან შედარებით, გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ბევრი პირისა და კონკურენტუნარიანი პარტიის ერთმანეთთან შეჯიბრით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი.

“ეს წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი, მთავრობის, ასე ვთქვათ, მხრიდან ხელშეწყობილი ყველა პარტიის სასარგებლოდ. პრობლემები, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა. თუნდაც ის, რომ მუნიციპალიტეტები ვერ აძლევენ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს სათანადო სივრცეს, რათა ყველამ თავისი სააგიტაციო მასალა განათავსოს, რათა მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის საშუალება ჰქონდეს. რეალურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პლაკატების ომი, იყო 7 სისხლის სამართლის საქმე, ცემის ფაქტზე, მათ შორის, როცა „ქართული ოცნების“ ქალბატონები იყვნენ ნაცემი. ახალგაზრდა გოგონა გაიმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. მათ ბრალი წაეყენათ და ვნახოთ, რას იტყვის სასამართლო. იყო შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამჟღავნებდნენ ძალადობას ოპოზიციური პარტიის აქივისტებისადმი, იყო ასევე შემთხვევები, როდესაც “ლეიბორისტული პარტიის” წევრების წინააღმდეგ ყოფილი „ლეიბორისტები” ამჟღავნებდნენ ძალადობას. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთის კიდევ უფრო მაღალი თავისუფლების და სიმშვიდის ხარისხი ვაჩვენოთ“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი ზონის” ორი წარმომადგენელი დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“კორსტანდარტ ბანკის” დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი დააკავეს