“თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლემა “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

tavisufali-demokratebiნაძალადევის რაიონში, თბილისის მე-17 საარჩევნო უბანში, “თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან მელიქიამ საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოს მოხსნა.

“ბევრი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღე, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა თბილისის მე-17 საარჩევნო ოლქში. ეს ჩემი მშობლიური უბანია, სადაც ყველა მიცნობს და ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულობით არასოდეს გამოვირჩეოდი, რომ მინდოდა ნაძალადევის რაიონის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. გარკვეული მიზეზებისა და პარტიაში განვითარებული მოვლენების გამო, ვხსნი ჩემს კანდიდატურას “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ“, – ნათქვამია ლევან მელიქიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) ,,ჩვენ ყველას პუტინის ცოლობა გვინდა,,
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს