ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს

ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის – “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” მორიგი გადაცემა დღეს გავა ეთერში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ქუთაისში უპასუხებს.

გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი გაუძღვებიან.

მაყურებელი გადაცემას 12.00 საათიდან, ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში და საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ზე ნახავს.

პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს აჭარიდან გავიდა ეთერში, შემდეგი – გურიიდან და სამეგრელოდან.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლემა “ქართული ოცნების” კანდიდატის, სოფო კილაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიამუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს- მორწმუნეებს რიტუალის შესრულება ბათუმის ქუჩაში მოუხდათ