თავი შეიკავეთ ჩასახვისგან – ასე მოუწოდა რუსმა მიტროპოლიტმა თავის მრევლს+VIDEO

თავი შეიკავეთ ჩასახვისგან - ასე მოუწოდა რუსმა მიტროპოლიტმა თავის მრევლს

თავი შეიკავეთ ჩასახვისგან - ასე მოუწოდა რუსმა მიტროპოლიტმა თავის მრევლსომსკის (რუსეთი) და ტავრიის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა განაცხადა, რომ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საშობაო მარხვის დროს იყვნენ ჩასახულები, იზრდებიან შიზოფრენიკებად, რამაც განაპირობა მათი უმრავლესობის თვითმკვლელობა. ადგილობრივ არხზე დაყრდნობით ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს FlashSiberia.
„ შობის მარხვის დროს ჩასახული ბავშვების 70% შიზოფრენიკები არიან, მათგან ასევე ბევრი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ასევე იბადება ბევრი ექსტრასენსი“ – თქვა მიტროპოლიტმა.
მღვდელთმსახურის სიტვებით, ასეთი დასკვნები მან გააკეთა მას შემდეგ, რაც ესაუბრა „ერთ ექიმს“ და გაეცნო სამედიცინო გამოკვლევებს.
როგორც ცნობილია, საშობაო მარხვა გრძელდება 40 დღის განმავლობაში – 28 ნოემბრიდან 6 იანვრამდე და მოითხოვს მორწმუნეებისგან მკაცრი კვების დაცვას. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის რეკომენდაციით, მრევლმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი კავშირებისგან, თუმცა ეკლესიის მესვეურების აზრით, ეს საკითხი თავად მეუღლეებმა უნდა მოაგვარონ.

https://youtu.be/A4zGeTImh_s

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბა: „დღეს აფხაზეთში ცხოვრობს ათეულობით ათასი ქართველი
შემდეგი სტატიარუსეთი ისევ ანადგურებს პროდუქტებს – ამჯერად თურქეთიდან