რუსეთი ისევ ანადგურებს პროდუქტებს – ამჯერად თურქეთიდან

რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Россельхознадзор) წინადადებით მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაანადგუროს რუსეთში აკრძალული თურქული წარმოების ყველა პროდუქტი. ამის შესახებ 30 დეკემბერს ინფორმაციას ავრცელებს ამავე დაწესებულების პრეს-სამსახური. რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის თანახმად, ამ პროდუქტების განადგურება უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 იანვრიდან. ასეთივე შეზღუდვები ვრცელდება ამერიკის, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიის, ნორვეგიის, ალბანეთის, მონტე ნეგროს, ისლანდიის და ლიხტენშტეინის პროდუქტებზე. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 1 დეკემბერს ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც კრძალავს ჩამოთვლილი თურქული პროდუქტების რუსეთში შემოტანას. სიაში შევიდა ტომატები, მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი, ვაშლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვა. დადგენილება ძალაში შედის 1 იანვრიდან.რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Россельхознадзор) წინადადებით მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაანადგუროს რუსეთში აკრძალული თურქული წარმოების ყველა პროდუქტი. ამის შესახებ 30 დეკემბერს ინფორმაციას ავრცელებს ამავე დაწესებულების პრეს-სამსახური.
რუსეთის ვეტერინალური და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის თანახმად, ამ პროდუქტების განადგურება უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 იანვრიდან. ასეთივე შეზღუდვები ვრცელდება ამერიკის, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიის, ნორვეგიის, ალბანეთის, მონტე ნეგროს, ისლანდიის და ლიხტენშტეინის პროდუქტებზე.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 1 დეკემბერს ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც კრძალავს ჩამოთვლილი თურქული პროდუქტების რუსეთში შემოტანას. სიაში შევიდა ტომატები, მანდარინი, ფორთოხალი, ყურძენი, ვაშლი, ყვავილოვანი კომბოსტო და სხვა. დადგენილება ძალაში შედის 1 იანვრიდან.

banner
წინა სტატიაშითავი შეიკავეთ ჩასახვისგან – ასე მოუწოდა რუსმა მიტროპოლიტმა თავის მრევლს+VIDEO
შემდეგი სტატიაცხინვალში ახალ წელს პანკისიდან ,,ისლამური სახელმწიფოს,, თავდასხმას ელოდებიან…