თავდასხმა ჟურნალისტებზე გლდანის საარჩევნო უბანთან

დღეს, 31 ოქტომბერს გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა გლდანის მე-80 უბანთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბანთან მოქალაქეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ანუნა ახალიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.

„როდესაც მე და ოპერატორი მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, ჩვენ კი მათ მივყვებოდით. ამ დროს ერთმა კაცმა ჩემს ოპერატორს ხელი ჰკრა და სავარაუდოდ, კამერა მომხვდა“, – განაცხადა ანუნა ახალაიამ.

როგორც ცნობილია, აგრეთვე, ამ უბანთან მყოფმა ადამიანებმა სცადეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის კამერის წართმევა, მაგრამ პოლიციის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა.

აგრეთვე, ამავე საარჩევნო უბანთან თავდასხმა მოხდა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე. როგორც ცნობილია, ჟურნალიტის კამეტას წიხლი იმ დროს მიარტყეს, როდესაც ის შემთხვევის გადაღებას ცდილობდა.

 

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, რომ საარჩევნო პროცესი გაგრძელდება ისევე მშვიდად, როგორც ამ წუთამდე მიმდინარეობს”
შემდეგი სტატიასროლა გლდანის საარჩევნო უბანთან