თავდასხმა “რუსთავი2-ის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე – ბრალდებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება რამენიმე წუთის წინ მიიღო.

წინასასამართლო სხდომა კი 28 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

რუსთავი2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა კურიერისგადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.

ხმაურიანი რეპორტაჟი მაინც მომზადდა და მას მაყურებელი შაბათის კურიერში ნახავს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჯორჯ კენტი – მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან