ჯორჯ კენტი – მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან

„მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ჯორჯ კენტმა საპატრიარქოში გუშინ განაცხადა.

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზეა აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი, სხვა ოფიციალური პირებთან ერთად მიიღო.

„ბატონმა ჯორჯ კენტმა აღნიშნა: ,,საქართველო საუკუნეთა მანძილზე იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში და ამ სიტუაციაში უდიდეს როლს ასრულებდა ეკლესია. აშშ საქართველოს სახელმწიფოს უყურებს როგორც საერთო ღირებულებების გამზიარებელს. მე ვარ საქართველოში როგორც საქართველოს მეგობარი და მივესალმებით დიალოგსა და თანამშრომლობას ეკლესიასთან, რადგან გვესმის, რომ ეკლესია არის მნიშვნელოვანი ნაწილი ნებისმიერი საზოგადოებისა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებისა, ვფიქრობ, ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა.”

მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა “რუსთავი2-ის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე – ბრალდებულები მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიალევან ყიფიანმა სარდაფში ჩაყვანის ეპიზოდი ივანიშვილთან განიხილა – კიდევ ერთი ახალი სკანდალური ჩანაწერი