თავდასხმა ელჩზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე – ბატიაშვილი

„ელჩზე თავდასხმა ქვეყანაზე თავდასხმაა“, – ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბატიაშვილის თქმით, გუშინდელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადებით, „ოცნებამ“ მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

„თავდასხმა მათზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე და თავდასხმა ევროკავშირზე. სწორედ ეს იყო გუშინ ნათქვამი ვაშინგტონის მხრიდან, რომელმაც, რა თქმა უნდა, ცივი წყლის გადასხმის ეფექტი იქონია „ქართულ ოცნებაზე“.

ელჩი შესაძლოა, გაიწვიო, მაგრამ მეორეა, ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ მკაცრი გაფრთხილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან ძალიან სერიოზული პასუხი იქნება“, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან – მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია – დეგნანი
შემდეგი სტატიადაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს