საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან – მასზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია – დეგნანი

არცერთ შეხვედრაზე შანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ამასთან, ელჩის თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის „დიდი ხანია“ არ შეხვედრია.

“ეს კითხვა სამშაბათსაც დამისვეს, თუმცა არ მქონდა მაშინ წაკითხული ეს კომენტარი და შესაბამისად, ასეთ შეკითხვაზე მაშინ, ვერ გავცემდი პასუხს. ახლა გავეცანი და გიპასუხებთ.

საკმაოდ დიდი ხანია არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. ამ ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც მე საქართველოში ვარ, როცა კი მქონდა მანამდე მასთან შეხვედრები, მას ყოველთვის ვარწმუნებდი აშშ-ს სრულ მხარდაჭერაში ქართველი ხალხის მიმართ და ასევე მზაობაზე, რომ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. არცერთ ასეთ შეხვედრაზე მე მასზე ჟანტაჟი არასდროს განმიხორციელებია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, – აღნიშნა ელჩმა.

დეგნანის თქმით, მასსა და ივანიშვილს შორის გამართულ არცერთ შეხვედრას დეპუტატი ყაველაშვილი არ დასწრებია და ის მას პირადად არც კი იცნობს.

“პარლამენტის ამ წევრს, რომელიც ამაზე საუბრობს ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, პირადად არ ვიცნობ. არ ვიცი, რატომ ამბობს ამას, რადგან ის არცერთ ამ შეხვედრას არ დასწრებია”, – დასძინა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია – წინ ბევრი სერიოზული ფაქტი გველოდება – ბეჟაშვილი
შემდეგი სტატიათავდასხმა ელჩზე ეს არის თავდასხმა შეერთებულ შტატებზე – ბატიაშვილი