თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ

admin
ავტ.: admin ივლისი 16, 2020 11:25

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე. საკითხი კომისიური წესით განიხილება.

„თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა პრემიერმა.

admin
ავტ.: admin ივლისი 16, 2020 11:25

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics