ბათუმში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ლეონიძის 4 ნომერში ლიფტი ჩამოვარდა. შემთხვევის დროს ლიფტში 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ემოციური ფონის გამო, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ისინი კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერეს.

ადგილობრივების თქმით, ლიფტი მე-7 სართულიდან მოწყდა. კორპუსი ახალი აშენებულია და მაცხოვრებლების თქმით, ლიფტის დაზიანების შემთხვევები ხშირია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკები ამოიღო
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადაეცემათ