თავდაცვის მინისტრის პასუხებს რამდენიმე დეპუტატი უსმენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დეპუტატების მეირ დასმულ კითხვებს პასუხობს. შესვენების შემდეგ ლევან იზორია სასესიო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, თუმცა კანონმდებლები დარბაზში ფაქტობრივად არ იმყოფებიან.

მინისტრის პასუხებს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.

ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კითხვები უწყებაში არსებულ ვითარებას, შესაძლო კორუფციულ გარიგებებს და ჯარში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – ვერ ვხედავთ წინაპირობას, რომ საქართველოში პური გაძვირდეს
შემდეგი სტატიალევან იზორია – შევძელით, რომ ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ