თავდაცვის მინისტრი შესაძლოა შეიცვალოს

ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი – ამის შესახებ პრესა აქტიურად საუბრობს. ისევე როგორც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს, ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეცვლაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იზორიას იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე შეცვლის. არსებული ცნობით, ტაბატაძე გიორგი გახარიას კადრია.

საკითხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროაბა არ დგას:

„ვმუშაობთ, ვართ ჩამოყალიბებული გუნდი. მე მგონი, არავითარი არც საჭიროება არ არის ცვლილებების და არც მოლოდინი არ გვაქვს ამ ცვლილებების. ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ იყო პრემიერმინისტრის ცვლილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთლიანობაში პარტიული და ასევე სამთავრობო ვერტიკალები უნდა ყოფილიყო გამართული, უკეთესად უნდა იმუშაოს და ამ ჭრილში ის ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში მიმდინარეობს ასევე არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ნამდვილად განახლებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მთავრობის ცვლილებას ვგეგმავდეთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

banner
წინა სტატიაშიWhatsApp-მა ყალბ ამბებთან ბრძოლა დაიწყო
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე – ყველაზე მეტი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოსმენა ჩვენი მისამართით გვიწევს