WhatsApp-მა ყალბ ამბებთან ბრძოლა დაიწყო

“ფეისბუქის” კუთვნილმა კომპანია WhatsApp-მა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის ფარგლებში შეტყობინებების გადაგზავნაზე ლიმიტი დააწესა. ახლა ერთი ამბის გაზიარება მაქსიმუმ 5-ჯერ არის შესაძლებელი,მანამდე – 20-ჯერ შეიძლებოდა.

ახალი შეზღუდვა შეეხოთ, ასევე, მომხმარებლებს, რომელთანაც შეიძლება სიახლეების გაზიარება – ადრინდელი ლიმიტი – 5 ათასი მომხმარებელი, ახლა 1280-მდე შემცირდა – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც WhatsApp-ის სტრატეგიისა და კომუნიკაციის პრეზიდენტმა ვიქტორია გრანდმა განაცხადა, გადაწყვეტილება დეზინფორმაციასა და ჭორებთან ბრძოლის ფარგლებში იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა “გრუს” წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციები შემოიღო
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი შესაძლოა შეიცვალოს