თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახის დამცავ ფარებს ამზადებს

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.

დამცავი ფარი მრავალჯერადი გამოყენებისაა და სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება. ლოჯისტიკის სარდლობის წარმომადგენლები ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ყველა წესის დაცვით ამზადებენ. დამცავი ფარების დამზადების პროცესს ქვედანაყოფის ხელმძღვანელები აკვირდებიან, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პერსონალის მიერ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.

ლოჯისტიკის სარდლობამ ინდივიდუალური დაცვის პლასტიკური ნიღბების დამზადება 17 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე 2500 ერთეული დამცავი ფარი დაამზადა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალური ნიღბებით ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით მომარაგდებიან.

banner
წინა სტატიაშიფოთელი ექიმი , რომელსაც გუშინ კორონავურუსი დაუდასტურდა ცოტახნის წინ ბათუმის ,, მედალფაში“ გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : დღეს, 21:00 საათიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში იკრძალება