ფოთელი ექიმი , რომელსაც გუშინ კორონავურუსი დაუდასტურდა ცოტახნის წინ ბათუმის ,, მედალფაში“ გადაიყვანეს

ფოთელი ექიმი , რომელსაც გუშინ კორონავურუსი დაუდასტურდა ცოტახნის წინ ბათუმის ,, მედალფაში“ გადაიყვანეს.

70 წლამდე მამაკაცი ქობულეთის კლასტერია. ექიმების ინფორმაციით , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ,,გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ფოთელ მოქალაქეს დაუდასტურდა ინფექცია. დღეს გაგზავნილიქნა მასთან ბრიგადა და გადაყვანილია ბათუმში,“- განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალის მენეჯერმა კესო გელენიძემ . თუ რატომ არ მოხდა დაინფიცირებული პაციენტის გადაყვანა გუშინვე შესაბამის კლინიკაში და რატომ იმყოფბებოდა ის სახლში მეუღლესათან და შვილთან ერთად , აცხადებენ, რომ ინფიცირებული ოჯახის წევრებისგან იზოლირებულად იმყოფებოდა. ,,მე როგორც მაქვს ინფორმაცია. ოჯახის წევრები აბსოლუტურად იზოლირებული იყვნენ პაციენტისგან . მოხდა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და უკვე გადავიყვანეთ . პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.,“- აღნიშნა კესო გელენიძემ.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. როგორც იქ აცხადებენ პასუხების მიღების შემდეგ შესაბამისად იმოქმედებენ. ,,ღრმა კვლევები დაიწყება, ძალიან მასშტაბური კვლევები რასაკვირველია. ორ კონტაქტირებულზე, ანუ ოჯახის კონტაქტებზე, გაიგზავნა ნაცხები ლაბორატორიაში. პასუხების მიღების შემდეგ ვიმოქმედებთ შესაბამისად, გადავიყვანთ სტაციონარში თუ კარანტინში. ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული რამდენ კონტაქტს გამოვავლენთ. სავარაუდოდ იმ ტერიტორიზე, სადაც ცხოვრობს ეს პიროვნება ჩატარდება თერმოსკრინინგი, მოხდება აყვანა თვითიზოლაციაში და ყველანაირი ღონისძიება ჩატარდება რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. შექმნილია ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რომელიც საპატრულოსთან და საგანგებო სიტუაციების მართვას ერთად, კოორდინირებულად ახორციელებენ მუშაობას“-განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშიმედდას კორონავირუსზე ანალიზები აუღეს
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის სახის დამცავ ფარებს ამზადებს