“თაფლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის”

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თაფლის ტენდერის დასრულებამდე, არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი შეიკავონ.

“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.

ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპრეტაციისგან“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან
შემდეგი სტატია“თიბისი ბანკის” ირგვლივ დაპირისპირება უფრო მწვავდება – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 20%-იანი წილის გაყიდვას აიძულებენ