მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრიარქოში დაუდასტურეს, თუმცა ვიზიტის კონკრეტული დეტალები და მიზანი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებიან და საუბარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას შეეხება.

banner
წინა სტატიაში6-წლიანი კლების შემდეგ, რკინიგზაში წელს ტვირთბრუნვის ზრდას ვარაუდობენ
შემდეგი სტატია“თაფლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია ამ ეტაპზე გამოვლენილი არ არის”