“თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით” – როგორ დაეხმარება სახელმწიფო EVENT-კომპანიებს და კინოთეატრებს

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ივენთკომპანიებსა და კინოთეატრებს საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ ილაპარაკა.

“ვეხმარებით იმ საქმიანობის სფეროს. რომელიც ჯერ კიდევ გაჩერებულია პანდემიის გამო – ეს არის ივენთკომპანიები, ეს არის გამოფენების და კონფერენციების ორგანიზების სფეროში მოღვაწე ეს კომპანიები, ეს არის კინოთეატრები, კერძოდ, ეს კომპანიები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარანტიო სქემით, რაც ნიშნავს იმას, რომ თანაუზრუნველყოფაში დავუდგებით მათ ბანკებთან” – თქვა თურნავამ და აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციას, ისე ახალ სესხებს.

“ასევე, ივენთკომპანიებისთვის ცალკე პროგრამაც ამოქმედდება მსგავსად მცირე და საოჯახო სასტუმროებისა და 12 თვის განმავლობაში დავუსუბსიდირებთ ბანკის სესხის პროცენტს” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო ინფორმაცია: “ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებას მოტყუებით ჩამოყავს ევროპაში მუშახელი”
შემდეგი სტატიაკანდელაკი: ოცნების წარმომადგენლები ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ