სასწრაფო ინფორმაცია: “ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებას მოტყუებით ჩამოყავს ევროპაში მუშახელი”

სამუშაო, მაფია, ევროპა

“ქართულ მაფიოზურ დაჯგუფებას მოტყუებით ჩამოჰყავს ევროპაში მუშახელი. გაურკვევლ ჯგუფს საქართველოდან ჩამოჰყავთ სლოვაკეთში სამუშაოზე მოწყობის მსურველები, რისთვისაც იყენებენ სლოვაკური ფირმის მოსაწვევს, თითქოსდა გასაუბრებაზე, ამ მომსახურებისათვის იღებენ 1.000 ევროს.

რა თქმა უნდა, შემდგომ არავითარი გასაუბრება არ ხდება და რამდენიმე კვირის გაურკვევლ სიტუაციაში მყოფ ხალხს ისევ ატყუებენ იმით, რომ სლოვაკეთიდან გადიყვანეს ჩეხეთში სამუშაოდ, სადაც “ჟივნოსტენსკი” (ინდმეწარმის) საბუთის მისცემენ და ამის საფუძველზე დაასაქმებენ.

სამაგისოდ ისევ იღებენ თანხას 250 ევროს ოდენობით თითო ადამიანისაგან.
ინფორმაციისათვის, ინდმეწარმის საბუთის მიღება ჩეხეთში უცხოელს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 6 თვის განმავლობაში მიიღებს გრძელვადიანი ცხოვრების უფლებას, როგოც ბიზნესის წარმოების მსურველი, რაც ამ ფორმით არარეალურია.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ დღეებში საქართველოდან სლოვაკეთში მოჰყავთ ისევ ახალი ჯგუფი 17 ადამიანის ოდენობით.ჩეხეთის შსს უკვე გადავეცით შესაბამისი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ სლოვაკეთში მყოფ საქართვლოს საკონსულოს ინფორმაცია გადასცენ სლოვაკეთის შსს.საქართვლოს შსს გაამახვილოს ყურადღება საქართველოს აეროპორტიდან ამ დღეებში ასეთი დიდი ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით. ყველა მედიასაშუალებას მოვუწოდებ, გაავრცელოს ეს ინფორმაცია, რომ ის ხალხი, ვინც ამ დღებში წამოსვლას აპირებენ, არ წამოვიდნენ, რამეთუ ეს ყველაფერი არის თაღლითობა და შეიტანონ საჩივარი საქართველოში შსს”- წერს გიორგი ალანია

banner
წინა სტატიაშიგარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს
შემდეგი სტატია“თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით” – როგორ დაეხმარება სახელმწიფო EVENT-კომპანიებს და კინოთეატრებს