თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ცოტნე ებრალიძემ დაიკავა

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელად ცოტნე ებრალიძე დაინიშნა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ფონდის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა კი დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: „ოდეერი“ აფხაზეთის მთვარობაში – თავმჯდომარის მრჩევლად ილო შენგელია დაინიშნა
შემდეგი სტატიაპარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას, ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება ვითარებას ვერ შეცვლის