ექსკლუზივი: „ოდეერი“ აფხაზეთის მთვარობაში – თავმჯდომარის მრჩევლად ილო შენგელია დაინიშნა

"თაიმერის" ექსკლუზიური ფოტო

„ოდეერი“ აფხაზეთის მთვარობაში – თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას მრჩევლად ილია (ილო) შენგელია დაინიშნა. ინფორმაცია „თაიმერს“ აფხაზეთის მთვარობაში დაუდასტურეს.

  • “თაიმერის” ექსკლუზიური ფოტო

    ილო შენგელია 2011 წელს დაკავებული იყო თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ჩხუბის გამო – ამაზე „თაიმერი“ რამდენიმე თვის წინ წერდა. შენგელია მუშაობდა ქალაქ თბილისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ , იყო უფროსის მოვალეობის შემსრულებელიც. გარდა ამისა, ეკავა სამეგრელოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაც.
    „თაიმერის“ წყარო ამბობს, რომ შენგელია კუდის ისანი-სამგორის სამსახურში ყოფნისას 26 მაისის დარბევაში აქტიურად იღებდა მომაწილეობას, გარდა ამისა, განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდა კინო “რუსთაველსა” და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხიზნულ აქციის მონაწილეებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ორხევში “ქართუ ჯგუფის” სპეცტექნიკის განადგურებაში. ილია შენგელიამ, უკვე სამეგრელოს სუსის უფროსის პოზიციაზე, პოლიტიკური ჯგუფების ლობირება დაიწყო. მისი უშუალო მხარდაჭერით ფოთში საპარლამენტო არჩევნებში ირაკლი ხახუბიამ გაიმარჯვა. ამ უკანასკნელმა კი, მადლიერების ნიშნად, კახა ლატარიასთან ერთად ილია შენგელიას საჩუქრად რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი და თბილისში ბინა აჩუქა– ამბობს “თაიმერის” წყარო. მისივე თქმით შენგელიასა და მის მოადგილე შოთა ბაჯელიძეს შორის ურთიერთობა ფიზიკურ დაპირისპირამდე მივიდა. გოგაშვილმა შენგელია და ბაჯელიძე მის კაბინეტში შეარიგა. ომი ბაჯელიძის მცხეთაში “გამწესებით” დასრულდა.

“მთავრობაში კარგად იციან შენგელიას “საქმენი საგმირონი”, მაგრამ, “ოცნებაში” იმხელა კრიზისია, რომ იმის ნაცვლად, შენგელიას იმ საქმეების გამო, რასაც სჩადიოდა, კანონის ფარგლებში პასუხი მოსთხოვოს, ერთ-ერთ მსხვილ უწყებაში მნიშვნელოვანი სტრუქტურა ჩააბარეს, ანუ, “ოცნებას” ისევ შემსრულებლები სჭირდება, რომ პოლიტიკური სიტუაციის ნებისმიერი გართულებისთვსი მოემზადოს,” აცხადებს “თაიმერის” წყარო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს
შემდეგი სტატიათანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ცოტნე ებრალიძემ დაიკავა