თამბაქოს მოწევის აკრძალვა გადავადდა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება -ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა:

“დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში”,- განაცხადა გუგული მაღრაძემ, რომლის ინიციატივაა, ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევიდეს, ვინაიდან მაღრაძის აზრით, ამას მომზადება არ სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ავარიას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა