“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება, უარყოფითად აფასებს.

“კონსტიტუციის ახალი პროექტით, ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ საარჩევნო სუბიექტს მიენიჭება. 5 %-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნების და ბლოკების გაუქმების ფონზე გადაუნაწილებელმა მანდატებმა, შესაძლოა, მთლიანი მანდატების 20% ან მეტს მიაღწიოს. მათი მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის კვლავ არსებით დისპროპორციას წარმოქმნის, რითაც ვერ აღმოიფხვრება მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის მთავარი ნაკლოვანება”, – აღნიშნულია დასკვნაში.

“საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ დადებითად არის შეფასებული მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და 2023 წლიდან არ მოხდეს მისი არჩევა არაპირდაპირი წესით, რადგან მათი შეფასებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა მისი მაღალი ლეგიტიმაციის განმსაზღვრელია.

banner
წინა სტატიაშითამბაქოს მოწევის აკრძალვა გადავადდა
შემდეგი სტატიაშეხვედრა პოლიტიკური გეგმებისთვის? – ალასანია უსუფაშვილთან აუდიენციას ადასტურებს