თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად აღდგა

თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით კლდის მასა ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ამოცანაა ყველა საერთაშორისო ფორმატში შევინარჩუნოთ ოკუპაციის თემა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი და უკანონო მოვლენა
შემდეგი სტატიაიმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა