თამარა გაჩეჩილაძე: მეგობრებო, არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვნერვიულობ – უბრალოდ ძალიან მეცინება

„ევროვიზიის“ კონკურსის მონაწილე თმარა გაჩეჩილაძე კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის შედეგებს „ფეისბუქის“ საშუალებით ეხმაურება.

„ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება:))))) და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა აწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები,ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს! :))

მე რაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი ევროვიზია არ ყოფილა ჩემი ღირსი!:) ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა……!!! სამწუხაროდ(((

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია იმით რომ მე ვარ ქართველი!!!!

გკოცნით ყველას!“, – წერს გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ახალციხელები გაეცნობიან
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ხილ – ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა