თამარ ჟვანია: პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი „საქართველოს საკანონმდებლო მანცეს“ გადაეგზავნება.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ცესკო-ს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნეს.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომის ვადის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

„პროცედურულად, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გაეგზავნება, რომელიც ოქმს ოფიციალურად გამოაქვეყნებს. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას, ამ შემთხვევაში, ოფიციალური გამოქვეყნებაც იქნება სახეზე და პირველი სხდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

მაქსიმალური ვადა გახლავთ ის, რაც კანონმდებლობაში – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 120-ე მუხლში წერია, რომ მეორე ტურის დასრულებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო