„თამარ ოქროპირიძე კლანის  მიმართ ლოიალურადაა განწყობილი“ – უვადო მოსამართლის დოსიე

საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ სასამართლო დამოუკდიებელი არაა, ანუ მოსამართლეები მხოლოდ ხელისუფლების მითითებებს კი არ ასრულებენ, არამედ, იმ კლანის მძევლებიც არიან, რომელი კლანიც სასამართლო სისტემას მართავს. ამ კლანს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანსაც ეძახიან. პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება სწორედ ამ კლანის მძევალია, თუმცა ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. დღეს, უბრალოდ, იმის შესახებ გიამბობთ, რომ კლანს, წევრების გარდა, თურმე, წევრობის კანდიდატებიც ჰყავს.

რას ნიშნავს „კლანის წევრობის კანდიდატი“? – როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, კლანი პიროვნებას ჯერ აკვირდება და თუ დარწმუნდება, რომ ეს ადამიანი კლანის მიმართ ლოიალურია, მაშინ თავის, ანუ კლანის წევრად აღიარებს.

„კლანის წევრობის“ ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე თამარ ოქროპირიძე ითვლება.

ვინ არის თამარ ოქროპირიძე? – მისი, როგორც მოსამართლის ანგარიშზე გახმაურებული საქმეები მაინცდამაინც არ ირიცხება, თუმცა საყურადღებოა, რომ ის იმ მოსამართლეთაგან ერთ-ერთა, რომელთაც 20 ივნისის საქმეები განიხილეს და თვალებდათხრილ აქტივისტებს ან ჯარიმები ჩამოურიგეს, ან რამდნეიმე დღთითა თუ კვირით სატუსაღოში გაამწესეს.

ამასთან, კულუარებში ის ხმად დადის, რომ ოქროპირიძე მხოლოდ კლანის კი არა, ხელისფლების დაკრულზეც ცეკვავს და ისეთ რაღაცებს „აპრავებს“, რისი „გაპრავებაც“, მინიმუმ, მოსამართლის მანტიის შეურაცხყოფაა, ამ „გაპრავებაში“ არსებულ დანაშაულის ნიშნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სხვათა შორის, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ოქროპირიძეს ლოიალობა ხელისუფლებამ ძალიან კარგად დაუფასა და მის მეუღლეს, რომელით, თურმე, მომღერალია, კახეთში მიწის ნაკვეთები უფეშქაშა(?!).

რაც შეეხება თამარ ოქროპირიძის ოფიციალურ ბიოგრაფიას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გაოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„თამარ ოქროპირიძე დაიბადა 1984 წლის 28 სექტემბერს, ქალაქ ცხინვალში.

2001 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ დისევის საშუალო სკოლა;  2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2007 წელს, ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2015 წლის თებერვლიდან აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;  2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.“

სხვათა შორის, თამარ ოქროპირიძეს ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გასაუბრებაზე თამარ ოქროპირიძემ კლანის მიმართ ლოიალურის შთაბედილება დატოვა.

ნაზი ჯანეზაშვილი: – თამარ ოქროპირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია – განაცხადი შემოიტანა და გასაუბრებაც გაიარა. სხვათა შორის, ამ გასაუბრების ვიდეოჩანაწერი Youtube-ზე დევს… ალბათ, გახსოვთ, 20 ივნისის საქმეებზე მოსამართლეების მხრიდან ერთგვაროვანი დამოკიდებულბა იყო და მიდგომა ერთნაირად შეცვალეს, ანუ დღის პირველ ნახევარში სხვა გადაწყვეტილებას იღებდნენ, მეორე ნახევარში კი – სხვას. გასაუბრებაზე თამარ ოქროპირიძეს სწორედ ეს ვკითხა, ასეთ დამოკიდებლას რითი ხსნით-მეთქი.

– მერე, რა გიპასუხათ?

– 20 ივნისის საქმეებზე დასაბუთებულობის ხარისხზეც ძალიან ბევრი პრობლემა არსებობდა და ამის შესახებ, როგორც მახსოვს, საია-ს ანგარიშშიც წერია… მოკლედ, ამ თემაზე ოქროპირიძემ გასაუბრებაზე ისაუბრა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რამეზე სინდისის ქენჯნა ჰქონდა, განიცდიდა, რაიმე პასუხისმგებლობას იღებდა, ან რაიმე ანგარიშვალდებულების განცდა ჰქონდა.

 

ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი კლანის წევრია, ანუ ამის არც შესაძლებლობა აქვს და არც – გავლენები. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავ, რომ ჩინჩალაძის მარჯვენა ხელია, მაგრამ ფაქტია, რომ კლანის მიმართ ლოიალურია.

– კლანის მიმართ ოქროპირიძის ლოიალობა საიდან ჩანს?

– გასაუბრებაზე, როგორც გითხარით, შესაძლებლობა მქონდა, რომ კითხვები დამესვა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ კლანის მიმართ ლოიალურია.

საერთოდ, 20 ივნისის საქმეები მოსამართლესთან მიმართებაში კიდევ ერთი კარგი ინდიკატორია – კარგია, ცუდია, გადაწყვეტილებებს ხარისხიანად იღებს თუ არა.

 

– ნაზი, თუ ოქროპირიძე ჯერ კლანის წევრი არაა, აბა, უვადი მოსამართლე როგორ გახდა და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის რის იმედზე, ასე ვთქვათ, იბრძვის?

– ის კლანის, ასე ვთქვათ, ლიდერშიპის წევრი არაა, თორემ დღევანდელი სასამართლო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოსამართლე შემთხვევით ვერვაინ გახდება.

„შემთხვევითში“ იმას ვგულისხნობ, რომ ვიღაც გარედან მოვიდეს და მოსამართლე საკუთარი ღირსებისა და კვალიფიკაციის გამო გახდეს.

 

– ანუ, კლანი პიროვნებას გარკვეული პერიოდი აკვირდება და თუ დარწმუნდება, რომ მისდამი ლოიალურია, „ავერბოვკებს“, არა?

– მოსამართლეებად, როგორც წესი, ის ადამიანები ინიშნებიან, რომელთაც სასამართლოში სტაჟიორად ან თანაშემწედ ნუშაობის გამოცდილება აქვთ. ოქროპირიძე სწორედ ერთ-ერთი ასეთი პირია: 2007-დან 2014 წლამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანშემწე იყო, მანამდე, 2006-2007 წლებში – სტაჟიორი, ანუ საკუთარი კარიერა სასამართლოში განავითარა.

სხვათა შორის, თავის დროზე თამარ ოქროპირიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იურისტ-კონსულტანტის თანშემწე იყო. გასაუბრებაზე ვკითხე, არასამთავრობო ორგანზიაციის ბეგრაუნდი რომ გაქვთ და ის ორგანზიაცია, რომელშიც ადრე დასაქმებული იყავით, ძალიან უარყოფით დასკვნას წერს, ამაზე რა შეფასება და შთაბეჭდილება გაქვთ-მეთქი, მაგრამ იცით, მთავარი პრობლემა რა არის?

 

– რა?
– მთავარია, თანამდებობა ჰქონდეთ, ამ თანამდებობის გზით კეთილდღეობა მოიპოვონ და ამიტომ ყველაფერზე ჩუმად არიან და კლანის მიმართაც ლოიალურობას იჩენენ. ესეც სწორედ ასეთი შემთხვევაა.

 

არ მინდა, რამე ისეთი შეფასება გაავკეთო, მაგრამ ჩემი აზრით, თავისი სამოსამართლეო პრაქტიკიდან და იქიდან გამომდინარე, გასაუბრებზე რა შთაბეჭდილებაც შემექმნა, ოქროპირიძე ისეთი მოსამართლე არაა, რომელიც დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს აჩვენებს!

 

რაც შეეხება თამარ ოქროპირიძის დეკლარაციას, 2021 წლის მარტის დასაწყისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მოსამართლე ოქროპირიძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“, რომელიც 2019 წელს 6 300 დოლარად შეუძენია. სამი წლით ადრე, ანუ 2016-ში ოქროპირიზის მეუღლეს, გიორგი ბუშელაშვილს ავტომანქანა MERCEDES ML 14 000 დოლარად უყიდია. სხვათა შორის, გიორგი ბუშელაშვილის შესახებ ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი რეალითი მუსიკალური შოუს მონაწილე იყო.

დეკლარაციის თანახმად, თაამრ ოქროპირიძეს ფასიანი ქაღალდები არ აქვს. ბანკებში კი, დეკლარციის შევსების დროს, მაქსიმუმ, ოთხიათასამდე ინახავდა.

ერთი სიტყვით, თამარ ოქროპირიძე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯერ კლანის წევრი არაა, მაგრამ კლანის წევრობის იდეალური კანდიდატია, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და ნაზი ჯანეზაშვილის სიტყვებით ვთქვათ, კლანის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. ეს კი იმისთვის, რომ მოსამართლემ თემიდას მწვერვალებიდ დაიპყროს, სრულიად საკმარისია.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან