ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან

სასამართლოს რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და გაუგებარია, როდესაც პარლამენტი საბჭოს ახალ კანონპროექტს გზაში აწევს.

„მნიშვნელოვანია, სასმართლოში რეალური რეფორმები გატარდეს. რეფორმა უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან. სასმართლოს სისტემაში ჩინჩალაძე, მურუსიძე და მისი კლანის წევრები თუ დარჩებიან, მაშინ არაფერი შეიცვლება, ვერც ეს პროექტი უშველოს და ვერც მთლიანად ორგანული კანონის ცვლილება. წარმოდგენილი პროექტი შეიძლებოდა ყოფილიყო აზრიანი და მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში, თუ კლანური მმართველობა არ იქნებოდა სასმართლოში.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი და გაუგებარია, როდესაც შერჩევის პროცესი დაწყებულია დიდი ხნის წინ, დეკემბრიდან ინტენსიური გასაუბრება ტარდებოდა. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გასაუბრების ტემპი რადიკალურად შემცირდა. გაუგებარია, როდესაც საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს გზაში გვაწევს. როგორც ჩანს ე.წ. კლანს და საქართველოს პარლამენტს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ამიტომაც იყო, რომ გასაუბრების პროცესი შენელდა. ეს ამ საკითხისადმი არასერიოზული დამოკიდებულებაა. ჩვენს ქვეყანაში ახლა სასმართლოს დაკომპლექტების ძალიან მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს. ამ 11 ვაკანსიაზე კანდიდატურების დამტკიცება თუ მოხდა, გამოდის, რომ დაახლოებით 2050 წლამდე ჩვენ ჯამში სამი ვაკანსია გვექნება. როგორ შეიძლება, ასეთი კონვეიერული სისტემით და ქარხნული წესით ჩქარ-ჩქარა, გზაში დაწეული კანონპროექტით მოხდეს მოსამართლეების შერჩევა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თამარ ოქროპირიძე კლანის  მიმართ ლოიალურადაა განწყობილი“ – უვადო მოსამართლის დოსიე
შემდეგი სტატია“მადლობა გიორგი გახარიას” – დავით ფარცვანია თანამდებობას ტოვებს