თამარ კორძაია: ნარჩემაშვილსა და წერეთელს შორის, მე წერეთელს ავირჩევდი

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 18:21

თამარ კორძაია: ნარჩემაშვილსა და წერეთელს შორის, მე წერეთელს ავირჩევდი

კობა ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის, მე რა თქმა უნდა წერეთელს ავირჩევდი, – ასე უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ წამყვანის კითხვას, ხმას რომ ქუთაისში აძლევდეს, ვის აირჩევდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს კობა ნარჩემაშვილს, თუ გიგი წერეთელს „ნაციონალური მოძრაობიდან“.

თამარ კორძაიას განცხადებით, მაჟორიტარულ სისტემაში ამომრჩეველმა ხმა ინდივიდუალურად კანდიდატებს უნდა მისცეს ხმა და არა პარტიული ნიშნით.

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი პარტიულად კი არ იღებს გადაწყვეტლებას, პარტიას კი არ ძლევს ხმას, არამედ პერსონები ფასდება ამომრჩევლის მხრიდან. ამ შემთხვევაში საქართველოს ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა იმსჯელონ არა პარტიულად, არამედ კანდიდატები საკუთარი ისტორიით, საკუთარი პერსონით შეადაროს ერთანეთს და ასე მიიღოს გადაწყვეტლება. თუ ჩვენ მაჟორიტარულ სისტემაში პარტიულად გადაწყვეტლებებს მივიღებთ, მაშინ საერთოდ რად გვინდა მაჟორიტარული სისტემა? იმიტომ რომ მერე ყველა ხელისუფლებას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა? ეს არის ძალიან დიდი შეცდომა“,- აღნიშნა კორძაიამ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 18:21