თამარ ხულორდავა : ირაკლი კვარაცხელიას თუ არაადამიანურად მოექცნენ, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ირაკლი კვარაცხელიას არაადამიანურად მოექცნენ, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, გარდაცვლილია ახალგაზრდა ადამიანი, რაც ძალიან მძიმე ფაქტი და ტრაგედიაა.

„ასეთი რამე პირველად არ ხდება, თუმცა კონკრეტულად მტკიცებით ფორმაში რაღაცის თქმა მიჭირს, რადგან ბევრი რამ გასარკვევია. როგორც იცით, ინფორმაცია არსებობს, რომ დაკავებული ჰყავდათ და მისი გარდაცვალება ამ პირობებში მოხდა. აუცილებელია, ყველა გარემოება და ყველა ფაქტი დადგინდეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაღაც მოქმედებების ჩატარება გვიჭირს და საერთაშორისო პარტნიორების იმედად ვართ. ძალიან მკვეთრი ტექსტია მოცემული, თუ როგორ აფასებს ევროკავშირი თავისი ურთიერთობის მომავალს რუსეთთან. ის ამბობს, რომ არ შეიძლება, რუსეთი განიხილოს სტრატეგიულ პარტნიორად სწორედ იმის გამო, რომ მუდმივად არღვევს საერთაშორისო წესრიგს, ნორმებს და ამ კონტექსტში ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მოიხსენიებს. ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნება მხილებული, უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თაიმერმა ექსკლუზიურად მოიპოვა

https://www.timer.ge/rusul-samkhedro-bazaze-29-tslis-qarthveli-chamomkhrchvali-ipoves/

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : საინტერესოა ვენეციის კომისიის შეხსენება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტია
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა, ნაწამები და მოკლულია, საქართველოს ხელისუფლება კი სრულ უმოქმედობას ავლენს