თინა ბოკუჩავა : ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა, ნაწამები და მოკლულია, საქართველოს ხელისუფლება კი სრულ უმოქმედობას ავლენს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია შესაძლოა, ნაწამები და მოკლულია, ამ ფონზე კი, საქართველოს ხელისუფლება სრულ უმოქმედობას ავლენს.

როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ეს ფაქტი ხელისუფლების უმოქმედობისა და მაამებლური პოლიტიკის შედეგია.

„ეს ყველაფერი იმ მაამებლური და ენის მოჩლექვის პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ ახორციელებს. შეიძლება, ის ნაწამები და მოკლულია, ამ ფონზე კი, ხელისუფლების სრულ უმოქმედობას ვხედავთ ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო პარნტიორების სრული მობილიზაციით ასეთ სისასტიკეს პასუხი გაეცეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.

https://www.timer.ge/rusul-samkhedro-bazaze-29-tslis-qarthveli-chamomkhrchvali-ipoves/

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : ირაკლი კვარაცხელიას თუ არაადამიანურად მოექცნენ, ამაზე სათანადო რეაგირება აუცილებლად მოხდება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : გვაქვს გამოცდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას ითხოვს და შემდეგ არ ითვალისწინებს