რუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ქართველი ჩამომხრჩვალი იპოვეს

“თაიმერის'” ექსკლუზიური ინფორმაციით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელია ნაბაკევში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის იზოლატორში ზედამხედველებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ვრცელდება ვერსია, რომ სუიციდი ინსცენირებულია და იგი რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ, შემდეგ კი საკანში ზეწრით დაკიდეს. ცნობილია, რომ ირაკლი კვარაცხელია ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ნაბაკევში ხურჩის გავლით გადაადგილდებოდა. 29 წლის მამაკაცი გალის რაიონის სოფელ აჩიგვარადან დევნილი იყო და ამჟამად სენაკში ცხოვრობდა. ,,თაიმერი” ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას ამ წუთებში ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, თითოეულ საკითხზე პოზიციები შეჯერდეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი – ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა და გულის უკმარისობა ჰქონდა