თამარ კეკენაძე : ურთიერთობის რა გაჯანსაღებაზე საუბრობს კარასინი, როდესაც რუსეთი აგრძელებს ოკუპანტურ პოლიტიკას

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ რუსულ-ქართული ურთიერთობების შეფასებისას მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაჯანსაღების შესახებ ეხმაურება.

თამარ კეკენაძის განმარტებით კარასინის მიერ ორ ქვეყანას შორის რაიმე ტიპის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი გაუგებარია მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავინდებურად აგრძელებს ოკუპანტურ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში – ,,გაუგებარია ურთიერთობის რა გაჯანსაღებაზე საუბრობს ბატონი კარასინი, როდესაც რუსეთი აგრძელებს ოკუპანტურ პოლიტიკას, არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს და აფხაზეთთან შეიარაღებულ სამხედრო დაჯგუფებებს ქმნის“– განაცხადა თანმარ კეკენაძემ.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი საუბრობს საქართველო–რუსეთს შორის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე – ,, მნიშვნელოვანი საქართველო არ დარჩეს რუსეთთან ერთი – ერთზე მოლაპარაკებების პროცესში, რაზეც ბოლო პერიოდში ორაზროვან განცხადებებს ვისმენთ“ , – განმარტავს თამარ კეკენაძე.

იგი ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პასუხისმგებლობას აკისრებს და პასიურ პოლიტიკაზე მიანიშნებს – ,,სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლების პასიური პოლიტიკის გამო, საქართველოს საკითხი ყველა მნიშვნლოვნი საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ქრება და ასეთ ფაქტებზე აღარ ისმის საერთაშორისო რეაგირება“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

banner
წინა სტატიაშიდინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის ინციდენთთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს