ჯიხაშკარის ინციდენთთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ 3 ნოემბერს კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაკავებულის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებულა.

“ველოდებით პროკურატურას. უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც დაზარალდა, საქართველოში არ იმყოფებოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის ჩამოვიდა და ამოიცნო დაკავებული პირი. მინდა, გითხრათ, რომ პოლიცია ნეიტრალურად, მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს. ჩვენს მოვალეობას ობოექტურად ვასრულებთ”,- აღნიშნა მან.

სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე 8 ოქტომბერს,არჩევნების ჩაშლის გამო განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე : ურთიერთობის რა გაჯანსაღებაზე საუბრობს კარასინი, როდესაც რუსეთი აგრძელებს ოკუპანტურ პოლიტიკას
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : კარასინის ბოლო განცხადება არ ქმნის საფუძველს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები დაიწყოს