თამარ გაბუნია – სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების კვლავ გადადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებისთვის შემუშავებულ უსაფრთხოების პროტოკოლში ცვლილებებს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასში გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს იქიდან გამომდინარე, თუ რამე ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ყოველთვის ცოცხალი პროცესია და ამაზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო რეკომენდაცია რაც იქნება, ის აისახება პროტოკოლში. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რამე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე გაჟღერდა, მიღებული არ ყოფილა. თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბერს განახლდა. პირველ ოქტომბერს კი სწავლის არადისტანციურ რეჟიმში განახლება იგეგმება

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან ეარვეისი“ 27 სექტემბერს ბერლინის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს