თამარ ჩუგოშვილი – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კითხვები არ მაქვს

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ხვალინდელ მოსმენასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ისაუბრეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში მოგვესმინა ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ „თიბისი ბანკთან“, დამფუძნებლებთან, რომლებიც საუბრობდნენ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია და შესაბამისად, ეს პროექტი ძალიან საინტერესოა.

„ანაკლიის პროექტი არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი უნდა განსაზღვროს. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც „თიბისის“ თემას უწოდებთ, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ განვითარდება ანაკლიის ბედი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მისი, როგორც პარლამენტის ერთი წევრის კომპეტენციას სცილდება საკითხი, რომელიც „თიბისი ბანკის“ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით რეგულატორის გადაწყვეტილებას ეხება.

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. გვენეტაძე „თიბისი ბანკთან“ და ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – ადა მარშანიამ ის გააკეთოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის
შემდეგი სტატიაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 5 აპრილს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ