თამარ ჩუგოშვილი – ნამდვილად არ არის კარგი საქციელი, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა ცუდად წარმოაჩინო

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 16:00

თამარ ჩუგოშვილი – ნამდვილად არ არის კარგი საქციელი, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა ცუდად წარმოაჩინო

უხერხულობას მიქმნის ის, რომ არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ასეთ თემებს ადვოკატირებენ და უნდათ, საზოგადოებას ასე დაანახონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა ჩუგოშვილს ჰკითხა, უქმნის თუ არა უხერხულობას მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ გიორგი გახარიას, რომ „დოიჩე ველე“ „რუსეთის კაცად“ იხსენიებს.

„უხერხულობას მიქმნის ის, რომ არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ასეთ თემებს ადვოკატირებენ და უნდათ, საზოგადოებას ასე დაანახონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ეს ნამდვილად მიქმნის უხერხულობას და მათ ადგილას, ასეთ რამეს არ ვიკადრებდი. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოსთვის ამ გზავნილის გაგზავნას ცდილობს ძალიან ბევრი, ისინი, ვინც კონკურენციაში ვერ შემოდიან, ნორმალური პოლიტიკური კონკურენცია არ შეუძლიათ და ქუჩიდან პროცესების მართვას ცდილობენ და ესეც არ გამოსდით. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის კარგი საქციელი, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა ცუდად წარმოაჩინო. შიდა პოლიტიკური კონკურენციისთვის, მსგავსი პოლიტიკური მეთოდები გაუმართლებლად მიმაჩნია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 9, 2019 16:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


29,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics