„ზოგს უნდა მთავრობა მიიტაცოს, ზოგს პარლამენტი, ზოგსაც სასამართლო”-ჭიჭინაძე

„ არ ვეთანხმები არც წარმოდგენილი მოსამართლეების სიას და არც უვადო რეფორმას.
ზოგადად კი, დღეს ხელისუფლების გარკვეული შტოების მიტაცებას ვუყურებთ. ზოგს უნდა მთავრობა მიიტაცოს, ზოგს პარლამენტი, ზოგსაც სასამართლო.

ისე, მუდმივობას ხალხი იძლევა. ამ მოსამართლეებს არანაირი საზოდგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ მოსამართლეებს მუდმივად დაუმკვიდროს ადგილი, არ გამოუვათ.

იმიტომ რომ, ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ამ სიას მხარს დაუჭერს, ისინი სოლიდარული პასუხისმგებელნი ხდებიან ამ ადამიანების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის.

თანაც, „ქართული ოცნების“ დღევანდელი დეპუტაციის 80 % არამგონია ახალ პარლამენტში მოხვდნეს და ვფიქრობ, არ უნდა უნდოდეთ თავიანთი მოღვაწეობის ისეთ ტალღაზე დასრულება, რომ რაც კი ამ ქვეყანაში უსამართლობა მოხდება, მათთან იყოს ასოცირებული.
რეალურად კი, ის სასამართლოს რეფორმა, რაც ჩვენ ქვეყანაში განხორციელდა, ეს მდიდრების სასამართლოა, რადგან ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას დღეს სასამართლო კი არა, არსებობისთვის უწევს ბრძოლა.”-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენ.პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – ნამდვილად არ არის კარგი საქციელი, როდესაც ყველაფერს აკეთებ, რომ შენი ქვეყანა ცუდად წარმოაჩინო