თამარ ჩუგოშვილი : ჩემი პირადი პოზიცია და სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში გაიმართოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში უნდა გაიმართოს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველო ინაუგურაციის ცერემონიით შესაფერისად უნდა წარმოჩინდეს.

„ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს, სად შეიძლება ინაუგურაცია ჩატარდეს. ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოჩინდეს, რადგან საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი ყურადღებაა მოპყრობილი და ღონისძიებაზე ბევრი სტუმარი იქნება. ჩემი პირადი პოზიცია და სურვილი იქნებოდა, რომ ინაუგურაცია თბილისში ჩატარდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის ეზოში გაიმართოს
შემდეგი სტატიაგამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოკვეთისთვის, როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი – შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე