გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოკვეთისთვის, როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი – შს მინისტრი უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე

„თბილისში უკრაინული ბატალიონი „დონბასის“ 7 წევრის დაკავების შესახებ პირველ განცხადებას შს მინისტრი აკეთებს.

გიორგი გახარიას თქმით, 6 უკრაინელი და ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაკავების საქმეზე გამოძიებას შს სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

გახარიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მიზნით იმყოფებოდნენ უკრაინელი მებრძოლები საქართველოში და რაში სჭირდებოდათ ის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მათი დაკავებისას ამოიღეს.

რაც შეეხება ვერსიას დაკავებულების რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან კავშირის შესახებ. შს მინისტრი აცხადებს, რომ ეჭვების დონეზე შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. მისივე თქმით, ეს ეჭვი ჩნდება მათი დაკითხვებისა და მიცემული ჩვენებების მიხედვით, თუმცა გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდებია და გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს.

„გამომდინარე ძალზედ სენსიტიურებიდან ამ პოლიტიკური პროცესების ,რომელიც არჩევნებიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა ასეთი ეჭვები არსებობს მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროს. მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ეჭვია. გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოკვეთისთვის, როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფურად საქართველოში ჩამოსულთ 27 ნოემბერს,“-განაცხადა გახარიამ.

თბილისში ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო-შეძენა შენახვა ედება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : ჩემი პირადი პოზიცია და სურვილია, პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში გაიმართოს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რასაც თბილისის მოსახლეობა დაინახავს