თამარ ჩუგოშვილი: „ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება“

????????????????????????????????????

„ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხები ჰქონდა.
„ პირველი – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების დასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და მეორე – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკისშეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტისთავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილისხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებშივიზიტით 10-16 სექტემბერს იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატებისკონგრესმენებთან: დინა ტიტუსთან, სტივ ვომეკთან, მაიკლ კონავეისთან, რიკ ლარსენთან, ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰალ როჯერსთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან პიტერ როსკამთან და პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ პრაისთან.
შეხვედები გაიმართა, ასევე სენატარებთანკორი გარდნერთან და რონ ჯონსონთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან, ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, „საარჩევნოსისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, საერთაშორისორესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მთავარ ექსპერტებთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რედორმას, წინასაარჩევნო გარემოს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკურ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიათუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ