თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. თუმცა გუშინდელთან შედარებით, დაკვამლიანება შემცირებულია.
ადგილზე 50 ზე მეტი მეხანძრე – მაშველი, მეტყევე და რეინჯერი მუშაობს, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სუსტი ქარია, თუმცა ახალი კერები არ დაფიქსირებულა. ადგილზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: „ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება“
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე – სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა