თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რეპრესიულ კანონმდებლობას არ ემხრობა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რეპრესიულ კანონმდებლობას არ ემხრობა.

“სისხლის სამართლის კანონმდებლობა ისედაც დახვეწილია და სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა ვისაც დანაშაულზე აქვთ ინფორმაცია ხელი შეუწყონ ძიებას. არამხოლოდ კანონის პრობლემაა, ეს საზოგადოების პრობლემაა. აუცილებელია გამოძიებასთან თანამშრომლობა. კონკრეტულ ნავბიჯებზე შესაბამისი სამუშო ჯგუფი იმუშავებს. მე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების მომხრე ვარ,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია ოჯახებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება და სახელმწიფო ერთად უნდა დავდგეთ. განსაკუთრებით, ხელისუფლებას ევალება, რომ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები ერთად გეგმავენ ღონისძიებებს, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ ამ ორი სამინისტროთი არ უნდა შემოვიფარგლოთ და კომპლექსური ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მომავალში ასეთი სახის საშინელება თავიდან ავიცილოთ. ბავშვის კოდექსზე ვმუშაობთ, სადაც გარკვეული მექანიზმებია გათალისწინებული. მათ შორის, საჯარო სივრცეში ბავშვთა დაცვის ღონისძიებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომიტეტი ღიაა იმისთვის, რომ საზოგადოების წინადადებები მოვისმინოთ. საკმარისი მხოლოდ ეს კოდექსი არ იქნება და ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა”, – ამბობს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაშსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავა